ვიეტნამში ტურისტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიეტნამში ტურისტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ტრაგიკულ შემთხვევას, ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა, რის შედეგადაც ნავი გადაბრუნდა.