დონალდ ტრამპი შესაძლოა ვლადიმირ პუტინს ჩინეთში შეხვდეს
დონალდ ტრამპი შესაძლოა ვლადიმირ პუტინს ჩინეთში შეხვდეს. გავრცელებული ცნობით შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ჩინეთის ლიდერი, სექტემბერში, პეკინში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ფარგლებში გეგმავს. ღონისძიებაზე ორივე ლიდერია მიწვეული. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლს პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს