ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა“ და მისი შვილობილი კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და შედეგად, არსებული ფრენებით მეტი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ