სამხედროების დაჯილდოება
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია „არმიჰოლში“ გაიმართა. უწყებრივი მედალი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისათვის“ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ. მათ შორის არიან გენერლები, ოფიცრები, სერჟანტები და სამოქალაქო პირები. ირაკლი ჩიქოვანმა მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა