მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთის და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ძალოვანი უწყების ცნობით, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.