ისლანდიაში რეიკანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა
ვულკანიდან გადმოსულმა მაგმამ, 1 კილომეტრის სიგრძის ნაპრალი შექნა, საიდანაც ლავა იფრქვევა. ვულკანის გააქტიურების გამო , ახლომდებარე კურორტიდან ტურისტების სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. მეტეოროლოგების ცნობით, ისლანდიაში ეს ვულკანი 2021 წლის შემდეგ უკვე მეთორმეტედ ამოიფრქვა და აქტივობა შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდეს.