ოცზე მეტი ქვეყანა და ასამდე საერთაშორისო ღონისძიება
ოცზე მეტი ქვეყანა და ასამდე საერთაშორისო ღონისძიება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდივიდუალური ექსპოგრანტის პროგრამით უკვე სამოცზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა. ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენებს, სააგენტო კი ხარჯებს 90 პროცენტამდე ანაზღაურებს.