დონალდ ტრამპის თქმით, ის ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია, თუმცა ჯერ მოლაპარაკების მცდელობა არ დაუსრულებია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს კომენტარი "ბიბისისთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს გააკეთა. ტრამპის განცხადებით, მას 4-ჯერ ეგონა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა შემდეგ იმედები გაუცრუვდა. "ბიბისის" ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს - ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის თითქმის არავის არ ენდობა.