ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დაინტერესებულ პირები გაეცნენ ვაკანსიებს საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სასტუმრო და სარესტორნო სფეროებიდან. დასაქმების ფორუმის პარალელურად გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად წარმოადგენილი იყო მსჯავრდებულების მიერ შექმნილი სუვენირებიც.