ბერლინი და ვაშინგტონი „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის კიევში გაგზავნის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ
ბერლინი და ვაშინგტონი „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ორი სისტემის კიევში გაგზავნის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში ან კვირაში მიიღებენ, თუმცა მათი მიწოდება უახლოესი თვეების განმავლობაში ვერ მოხერხდება - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ამერიკელ კოლეგასთან, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.