შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ოთხი ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ოთხი ადამიანი. მათგან ერთი დაკავებულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, ერთი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ხოლო ორ დაკავებულს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევი და ამდროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია, ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს, გორში, მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.