2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.