მესის რეკორდი
ემ ელ ესის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა. „ინტერ მაიამიმ“ კი, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი თამაშობს, „ნეშვილი“ 2-1 დაამარცხა. 38 წლის მესიმ ამ თამაშში 2 გოლი გაიტანა და დუბლი ზედიზედ მე-5 თამაშში შეასრულა. არგენტინელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, როცა 2 ან მეტი გოლის გატანის 4-მატჩიანი სერია ჰქონდა. მესიმ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო 5 ტურში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.