პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
