ჩელსი vs პსჟ
ხვიჩა კვარაცხელიას არამარტო ქართული საფეხბურთო ისტორიის, არამედ მსოფლიო ტურნირების ახალი გვერდის შექმნაშიც შეუძლია მონაწილეობის მიღება. ფიფას ახალი ტურნირის პირველ ჩემპიონს მსოფლიო ხვალ ნიუ ჯერსიდან გაიცნობს. ხვიჩა კვარაცხელია მორიგი მწვერვალის დასაპყრობად, პარისენ-ჟერმენი კი მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად ემზადება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პესეჟე ფინალში კონფერენს ლიგის ჩემპიონ ჩელსის შეხვდება. ერთი დღე მსოფლიო საკლუბო ფინალამდე.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები