ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას „როიტერსი” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უწყებამ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ათას 107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ 246-ს თანამშრომელს უკვე აცნობა. დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღის შემდეგ გაათავისუფლებენ, საჯარო მოხელეებს კი 60 დღის შემდეგ. უახლოეს მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტის სამი ათასამდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება