რუსეთის მიერ ხარკოვზე დრონებით თავდასხმის დროს სამშობიარო სახლი დაზიანდა
რუსეთის მიერ ხარკოვზე დრონებით თავდასხმის დროს სამშობიარო სახლი დაზიანდა, ჩაიმსხვრა შენობის ფანჯრები და მსუბუქად დაშავდა 3 ქალი და სამი ახალშობილი. მიმდინარეობს სამშობიარო კლინიკიდან პაციენტების ევაკუაცია. ოკუპანტმა დრონებით შეუტია ოდესასაც, სადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლი. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.