პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნატქვამია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულების მონაწილეობით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ეს შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა პროცედურულ ნაწილში. სახელმწიფოს კი დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.