ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა, რომელიც 2025-2027 არ არის შემოთავაზება წლებს მოიცავს, კულტურის მინისტრმა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას ფონდის დამფუძნებელთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მუზეუმების სამმართველოს უფროსთან ერთად განიხილა. პროექტის ფარგლებში იგეგმება მუზეუმის განახლება, ინფრასტრუქტურის განვითარება, გარე განათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და ექსპონატების რესტავრაცია/კონსერვაცია. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიდის სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის შემდეგ, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც დაემატება.