სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე ამავე სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე ამავე სააგენტოს თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს. უწყების ცნობით, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.