შეღებილი ატამი
შეღებილი ატამი - სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორები გურჯაანის პოლიციაში გამოკითხეს. ფაქტით სურსათის ეროვნული სააგენტოც დაინტერესდა. შეღებილი ატამი ამოღებული და დალუქულია, ნიმუშები კი ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მეპატრონე ამტკიცებს, რომ დაზიანებული ატამი სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად, ხუმრობის მიზნით შეღებეს.