პოლიციამ კახეთში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პოლიციამ კახეთში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ერთ ადამიანს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.