რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში იარაღის გაზრდილი წარმოების შედეგად, მოსკოვმა შესაძლოა ძალიან მალე უკრაინის ქალაქებს ერთ ღამეში ათასი რაკეტითა, ასევე დრონებით შეუტიოს
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში იარაღის გაზრდილი წარმოების შედეგად, მოსკოვმა შესაძლოა ძალიან მალე უკრაინის ქალაქებს ერთ ღამეში ათასი რაკეტითა, ასევე დრონებით შეუტიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს. ბრიტანული გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო შესაძლებლობებისა და იერიშების ინტენსივობის გაძლიერებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის არმიის სულისკვეთებისა და თავდაცვითი მარაგების განადგურებას ცდილობს, რათა დასავლეთმა კიევის დახმარების სურვილი დაკარგოს.
