თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა
თურქეთის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და 100 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებები თოვლით დაიფარა. თოვდა ართვინშიც, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.