ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის
ისრაელი კატარში დღეს დელეგაციას გაგზავნის ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებდა, რომ „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაში მოთხოვნილი ცვლილებები მიუღებელი იყო. ამის მიუხედავად, დელეგაცია მაინც გაემგზავრება კატარში, რათა მოლაპარაკება გააგრძელოს მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმებაზე იმ წინადადების საფუძველზე, რომელსაც ისრაელი უკვე დათანხმდა.