მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგს შორის ავიამიმოსვლა პარალიზებულია
მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგს შორის ავიამიმოსვლა პარალიზებულია. ინფორმაციას „იტარ ტასი“ რუსეთის ტურ ოპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, 52 რეისიდან, რომელიც დღეს შუადღეს უნდა შესრულებულიყო, 30 გაუქმდა და 9 შეფერხებულია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამად აეროპორტები თანდათანობით უბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული დრონების მასობრივი იერიშის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.