ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ მამაკაცს ბრალდება წაუყენა
ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ მამაკაცს ბრალდება წაუყენა. თავდასხმა მელბურნის სინაგოგაზე პარასკევს განხორციელდა, როდესაც შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 34 წლის მამაკაცმა სინაგოგის კარს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი გააჩინა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა სწრაფად შეძლეს ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.