მედვედევი: მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, რადგანაც ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს
მარკ რუტემ რუსული უნდა ისწავლოს, რადგანაც ეს შეიძლება ციმბირის ბანაკში გამოადგეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა პლატფორმა „იქსზე“ დაწერა. მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთს ნატოზე თავდასხმისკენ უბიძგოს, რათა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაატანინოს, თუკი ჩინეთი ტაივანზე თავდასხმას დააპირებს.