გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების ახალ ტალღას
გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების ახალ ტალღას და აცხადებს, რომ დარტყმები კვლავ საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ-ელექტრო სადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერის, განცხადებაშია აღნიშნული. ანტონიუ გუტერეში შეშფოთებას გამოთქვამს სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.