„ნოდარ დუმბაძე - ქართული მწერლობა“
„ნოდარ დუმბაძე - ქართული მწერლობა“. გურია ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელი უცხოეთის ექვს და ქართული თეატრის 15 წარმოდგენას ნახავს. საერთაშორისო ჟიური კი გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს.