თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანში დაიწყო და დაბა ნორიოს გავლით მამკოდას ტყე-პარკში დასრულდა. 30-კილომეტრიანი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის რელიეფისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას მოიცავდა. ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.