ფიშერის ირეალური სამყარო
პიტერ ფიშერი, როგორც ჩანს ხმაურიანი ინტერვიუებისა და გამოთქმების საკუთარ არქივს კიდევ უფრო ამდიდრებს. ამჯერად გერმანიის ელჩი კონკრეტული საკითხებისა და შეფასებების ისე წარმოჩენას ცდილობს, რომ ამ თემების შესახებ ინფორმაციას ორიგინალ ქვეყნებზე უკეთ ფლობს. მაგალითად, ელჩი ირწმუნება, რომ „დიფ სთეითი“ არათუ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც არ არსებობს. გამოდის, რომ ამერიკაზე ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტზე მეტად სხვა ქვეყნის ელჩს აქვს, რადგან ტრამპის პოზიცია „დიფ სთეითზე“ საყოველთაოდ ცნობილია. ან თუნდაც ელენე ხოშტარიაზე შეფასება, რომ ის რადიკალი არ არის. არადა ლაკა ხოშტარიას რადიკალიზმზე თავად ოპოზიციასაც კი არა აქვს პრეტენზია

სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები