სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და მათი მედიების დეზინფორმაციული კამპანიის გეგმა ჩავარდა
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და მათი მედიების დეზინფორმაციული კამპანიის გეგმა ჩავარდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სულ უფრო ცოტა ადამიანი უჭერს მხარს, რადგან ყოველი მათი ნათქვამი სიტყვა ტყუილია. ცნობისთვის, თქვეს, რომ თითქოს საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, სადაც ჩანაწერია ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებაზე, თუმცა, ამ ანტი ქართული ჩანაწერების გამო, ქართველმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს. ასევე თქვეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. არადა ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა