მაგისტრალზე მოძრაობის განტვირთვა
ავტომაგისტრალების სიახლოვეს განთავსებული სავაჭრო ობიექტები და დარღვეული გადაადგილების უსაფრთხოების პირობები. პრობლემის მოსაგვარებლად, წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების დგომა-გაჩერება მოძრაობას სერიოზულად აფერხებს. ამიტომ შემუშავდა პროექტი, რომელიც იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები