მას შემდეგ რაც სიცრუის ეს კამპანია ჩავარდა, დეზინფორმაციის მორიგი ტალღა დაიწყო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში გიორგი მშვენიერაძის პოსტს აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას, სადაც არის მოწოდება სირიისადმი აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე, მხარი არ დაუჭირა. ბითაძე წერს, რომ ცვლილება ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი და დაინიცირებული და მას ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა