მშვიდობით, იარაღო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით წერს
მშვიდობით, იარაღო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული. მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვით კონკრეტულ ჯგუფებს დესტრუქციის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო გაუქრათ.