ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, ადამიანები, რომლებიც არ არიან კონკრეტული გავლენისა და წნეხის ქვეშ, საქართველოს უსაფუძვლოდ არ აკრიტიკებენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, იდეალურად ორგანიზებული და დარღვევების გარეშე ჩატარდა.