ტელეკომპანია „იმედის“ ეგიდით საფეხბურთო ტურნირი „მიშოს თასი“ გაიმართა
ტელეკომპანია „იმედის“ ეგიდით საფეხბურთო ტურნირი „მიშოს თასი“ გაიმართა. ტურნირი მიეძღვნა ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, „იმედის კვირის“ ოპერატორის, მიშო ბიძინაშვილის ხსოვნას, რომელიც გადაღების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა.