ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა. დანიელ ფესლერმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, იდეალურად ორგანიზებული და დარღვევების გარეშე ჩატარდა. შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა, რაც შემაშფოთებელია.