ნარკოდანაშაული - ცვლილებები კანონში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ნარკოდანაშაული აღკვეთა. ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა. უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდება 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტებს შორის დაასახელა. ნარკოდამოკიდებულების შემცირება და ყველა არალეგალური გზის აღკვეთაა მთავრობის ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანიც. პარლამენტში განხილვისას დაისვა კითხვები და კიდევ ერთხელ განიმარტა, რა უნდა იცოდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების საჭიროების მქონე ან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტმა.

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები