ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. განცხადებას ხელს აწერენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს მანამდეც ამბობდნენ. ასეთი კი 8 პარტიაა. მათ შორის არ არიან ლელო, გახარია საქართველოსთვის და გირჩი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აანონსებენ.