ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ სესიას და დებატებს მმართველი გუნდი აფასებს
ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოს საქმეებში ჩარევის მცდელობა მიუღებელია. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ახალი არაფერი თქმულა - ევროპელი ბიუროკრატები არა ქართველი ხალხის, არამედ ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.