The Telegraph: ნატოს სამიტზე ნათელი გახდა, რომ აშშ კვლავ ალიანსის მხარდამჭერია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს
გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ნატოს სამიტზე ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ალიანსის მხარდამჭერია, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა მიაღწია დასახულ მიზანს და ალიანსის წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე დაითანხმა, მაგრამ პარალელურად სამიტის კომუნიკეში უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამკაცრებული ფორმულირება არ მოხვდა. უკრაინის მიმართ ალიანის პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა მას ამჯერადაც არ მისცეს ნატოს თავდაცვის გარანტიები
