საკადრო ცვლილება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. 2019 წლიდან დღემდე, მას შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქვს მრავალმხრივი გამოცდილება, მათ შორის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.