„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს
„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლუის ენრიკეს გუნდმა „სიეტლი“ 2-ით ნული დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მერვედფინალში მათი მეტოქე „ინტერ მაიამი“ იქნება, სადაც ლიონელ მესი თამაშობს. მატჩი 29 ივნისს 20:00-საათზე გაიმართება.