მსოფლიო ჩემპიონები
სპორტი, რომელშიც წესებს იაპონია ადგენს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიაში პირველად პლანეტის პირველობაზე გუნდური ოქრო მოიპოვეს და სწორედ იაპონიის 8 წლიანი ჰეგემონია დაასრულეს. საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლის მოსაპოვებლად 4 ქვეყანა დაამარცხა. ფინალში კორეას 4-1 მოუგო და 2 თვის წინ მოპოვებულ ევროპის ჩემპიონობას, მსოფლიოს ოქროც დაემატა. საქართველოს ჰიმნით დასრულებული ტურნირი და ხალიჩაზე აცეკვებული ძიუდოისტები - ეს გამარჯვება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ შეუძლებელი არაფერია.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები