"ქართული ხმების" კონცერტი
20 წლის წინ „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ უნივერსიტეტს ლეგენდარული - „ქართული ხმების“ სახელი გადასცა. მას შემდეგ ანსამბლის ტრადიციულ გზას უწყვეტად აგრძელებს თუმცა ათ წელზე მეტია რაც სოლო კონცერტი არ გაუმართავს მსმენელისთვის. გუშინ დიდ საკონცერტო დარბაზში „ქართული ხმები“ ახალი რეპერტუარითა და „კარგად დავიწყებული ძველი“ სიმღერებით დაბრუნდა. სოლო კონცერტი „ დიდ ბიჭებს!“, მიეძღვნა. მათ ვინც სიმღერა და სიმღერის სიყვარული ასწავლეს ანსამბლის თითოეული წევრს.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები