ინფრასტუქტურული პროექტები სვანეთში
ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია. რეზი სოხაძე მესტიასა და სხვადასხვა რაიონებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო. ისტორიულ-კულტურული ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები და სხვადასხვა ქუჩების რეაბილიტაცია - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის სამუშაო პროცესითაც მინისტრი დაინტერესდა. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ, როგორ მიმდინარეობს მზადება ტურისტულად აქტიურ სვანეთში.