რომეო მიქაუტაძე დააკავეს
გენერალურმა პროკურატურამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კი სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მიქაუტაძეს რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. მმართველი გუნდი ამ საქმეს გამოეხმაურა, მათი განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები