საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ქვეყნის ყველა რეგიონში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ამჯერად გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა და ოქროს მედლები „მცხეთა იუნაიტედის“ გუნდმა მოიპოვა. ჩემპიონატის ჩატარების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ტურნირი 9 ივნისს დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდება.
